14.05.2024 | 16:42
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
19 000-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო წვრთნებს ბრიტანეთში გაივლის

მომავალი წლის 1-ელი იანვრიდან დიდ ბრიტანეთში სამხედრო მომზადებას კიდევ 19 200 უკრაინელი გაივლის, - ამის შესახებ უკრაინის ელჩმა დიდ ბრიტანეთში, ვადიმ პრისტაიკომ განაცხადა. 

მისივე თქმით, ბოლო 8 წლის განმავლობაში ბრიტანელებმა 25 000-მდე უკრაინელი სამხედრო გაწვრთნეს. 

"ბოლო რვა წლის განმავლობაში დიდი ბრიტანეთის ინსტრუქტორებმა უკრაინაში ყოფნისას 25 000-მდე ჩვენი ოფიცერი და ჯარისკაცი გაწვრთნეს. ამჟამად ეს სამუშაო დიდ ბრიტანეთშია გადატანილი. ახალი წლისთვის დავასრულებთ თითქმის 10 000 ჯარისკაცის მომზადებას, 1-ელი იანვრიდან კი დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე 19 200 ჯარისკაცი და ოფიცერი გაივლის მომზადებას.  ბრიტანულმა მხარემ, საკუთარი სპეციალისტების გარდა, უკრაინელი სამხედროების მომზადებაში კიდევ ათი ქვეყნის წარმომადგენელი ჩართო", - განაცხადა ელჩმა.

დღის გადაცემები