13.05.2024 | 15:40
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ზელენსკი: "უკრაინას სურს, გახანგრძლივდეს შეთანხმება მარცვლეულის ექსპორტზე"

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოვიდა მოწოდებით, გახანგრძლივდეს მარცვლეულის ექსპორტის ხელშეკრულება შავ ზღვაზე, რომელმაც შესაძლებელი გახადა ექსპორტი უკრაინის მსხვილი პორტებიდან და შეამსუბუქა საკვების გლობალური კრიზისი.

"ჩვენ ვთვლით, რომ ინიციატივა უნდა გაგრძელდეს, იმის მიუხედავად, როგორია რუსეთის ფედერაციის ნება" - უთხრა ზელენსკიმ გაეროში აშშ-ის ელჩს, ლინდა ტომას-გრინფილდს, რომელიც 8 ნოემბერს ერთდღიანი ვიზიტით ეწვია კიევს.

ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ მიუხედავად უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრისა, მისი ქვეყანა მზადაა დარჩეს "საკვების გლობალური უსაფრთხოების გარანტორად". ამით ზელენსკიმ მიანიშნა უკრაინის, როგორც მსოფლიოში უდიდესი მარცვლეულის მაწარმოებელი სახელმწიფოს სტატუსზე.

მარცვლეულის ექსპორტის ხელშეკრულებას, რომელიც ივლისში თურქეთისა და გაეროს შუამავლობით გაფორმდა, 19 ნოემბერს ეწურება ვადა.

დღის გადაცემები