14.05.2024 | 05:41
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
გაერო-ში რუსეთის ელჩი: "ევროკომისიის წინადადება უკრაინის საკითხზე სასამართლოს შექმნასთან დაკავშირებით, მიზნად ისახავს რუსეთის მიმართ უკანონო ქმედებების ლეგიტიმაციას"

გაერო-ში რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი, ვასილი ნებენზია აცხადებს, რომ ევროკომისიის წინადადება გაერო-ს ეგიდით უკრაინის საკითხზე სასამართლოს შექმნასთან დაკავშირებით, მიზნად ისახავს რუსეთის მიმართ უკანონო ქმედებების ლეგიტიმაციას.

"იმდენად ბევრი განსხვავებული წინადადებაა, რომ ძნელია ყველასთვის თვალის დევნება. ეს არის მაგალითი იმისა, რასაც საერთაშორისო წესებზე დაფუძნებული წესრიგი ჰქვია. ისინი შეიმუშავებენ ამ წესებს, შემდეგ აცხადებენ მათ უნივერსალურად" - განუცხადა ვასილი ნებენზიამ ჟურნალისტებს.

მისი თქმით, დასავლეთი ცდილობს, ამ გზით თავისი უკანონობა გადაფაროს.

"მათ სურთ, მიიღონ გადაწყვეტილება გაერო-ს გენერალური ასამბლეის მეშვეობით და შემდეგ დამოუკიდებლად, გაერო-ს გარეშე იმოქმედონ, არავის ჰკითხონ და არავის ჩააბარონ ანგარიში" - აღნიშნა ვასილი ნებენზიამ.

შეგახსენებთ, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა გუშინ განაცხადა, რომ კომისია გამოდის ინიციატივით, გაერო-ს მხარდაჭერით შეიქმნას სპეციალიზირებული სასამართლო რუსეთის დანაშაულისა და აგრესიის გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის მიზნით.

დღის გადაცემები