14.05.2024 | 16:04
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
სერგეი ლავროვი: "დასავლეთი არასამთავრობო ორგანიზაციებს ეხმარება სამხრეთ კავკასიაში რევოლუციების მომზადებაში"

დასავლეთი ფინანსურ დახმარებას უწევს სამხრეთ კავკასიის არაერთ არასამთავრობო ორგანიზაციას "ფერადი რევოლუციების მოსამზადებლად", -  ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა

ლავროვის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციები  საჯაროდ იცავენ დასავლეთის ინტერესებს.

"დასავლეთი ხელს უწყობს ფინანსურ მხარდაჭერას, მათ შორის მატერიალურ მხარდაჭერას, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც მსოფლიოს ამ ნაწილში (სამხრეთ კავკასია), ისევე როგორც ნებისმიერ სხვა რეგიონში, ეწევიან საქმიანობებს, რომლებსაც შეიძლება ეწოდოს მზადება "მორიგი ფერადი რევოლუცია". ეს დამალული არაა და ყველა ეს არასამთავრობო ორგანიზაცია ცნობილია. ცნობილია როგორ მოქმედებენ ისინი,  საჯაროდ იცავენ დასავლეთის ინტერესებს, ცდილობენ იგივე რუსეთის, იგივე ირანის ქმედებების დისკრედიტაციას", - აცხადებს ლავროვი. 
დღის გადაცემები