14.05.2024 | 06:29
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
"ოცნება" ხალხს რუსეთთან ურთიერთობების აღდგენას ჰპირდება

"ქართული ოცნება" ხალხს რუსეთთან ურთიერთობების აღდგენას და ახალი გზის გაჭრას ჰპირდება. ეს სკანდალური განცხადება რაჭაში ამომრჩეველთან შეხვედრაზე მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა და ბიძინა ივანიშვილის ახლო გარემოცვის წამომადგენელმა დავით საგანელიძემ გააკეთა. ამ შეხვედრას ჟურნალისტები არ ესწრებოდნენ, ამიტომ საგანელიძე საარჩევნო დაპირებებში ბევრად უფრო თამამი და გულახდილი იყო. თუმცა, გამოსვლის ნაწილი, სადაც ის მამისონის გავლით რუსეთთან დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობის პირობას დებს, ადგილობრივმა მოსახლეობამ გადაიღო და სოციალური ქსელით გაავრცელა.

"ველოდები  როდის გაიხსნება მამისონი და აუცილებლად უნდა გაიხსნას. ჩვენ უნდა დავალაგოთ ურთიერთობა ჩვენს მეზობელ ქვეყანასთან, რადგან  ონისთვის და ამ კუთხისთვის ეს გზა უმნიშვნელოვანესია",- განაცხადა დავით საგანელიძემ რაჭაში.

დღის გადაცემები