14.05.2024 | 15:42
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
Bloomberg: "რუსეთმა და ირანმა სანქციების გამო ნავთობპროდუქტების გაცვლა დაიწყეს"

"რუსეთმა ირანთან ნავთობპროდუქტების გაცვლა დაიწყო, რაც ორ ქვეყანას შორის კავშირების გაღრმავების ნიშანია"- ამის შესახებ Bloomberg წერს.

2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ირანი და რუსეთი ცდილობენ მნიშვნელოვნად გააღრმაონ თავიანთი ეკონომიკური კავშირები და სამხედრო პარტნიორობა. ქვეყნების დაახლოება დასავლური სანქციების ფონზე დაიწყო.

გამოცემა იტყობინება, რომ ირანმა და რუსეთმა 6,5 მილიარდი დოლარის ღირებულების ნავთობისა და გაზის კონტრაქტები გააფორმეს. ხელშეკრულებების ხელმოწერა ქვეყნებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში მოხდა.

ირანსა და რუსეთს შორის თანამშრომლობა

ირანი რუსეთს "კამიკაძე-დრონებით" ამარაგებს, რომლებსაც რუსეთის ფედერაცია უკრაინაზე თავდასხმისთვის იყენებს. ირანი ასევე განიხილავს რუსეთს დამატებით მიაწოდოს სამხედრო დახმარება.

დღის გადაცემები