14.05.2024 | 05:00
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
რუსეთის დუმამ ოკუპირებულ აფხაზეთთან დადებული კიდევ ერთი დოკუმენტის რატიფიცირება განახორციელა

რუსეთის დუმამ რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ეკონომიკურ საქმეებზე სასამართლო და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღიარებისა და აღსრულების შესახებ შეთანხმების პროექტის რატიფიცირება განახორციელა.

პროექტი ითვალისწინებს რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკას შორის ეკონომიკურ საქმეებზე სასამართლო და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღიარებისა და აღსრულების შესახებ შეთანხმების რატიფიცირებას.

შეთანხმების მიხედვით, მხარეები ორმხრივად აღიარებენ და აღასრულებენ სასამართლოების და საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟების გადაწყვეტილებებს, რომლებიც კანონიერ ძალაშია შესული სამეწარმეო და სხვა ეკონომიკური საქმიანობის დროს წარმოშობილი დავებისას.

დღის გადაცემები