14.05.2024 | 05:36
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ოდესის პორტები სოფლის მეურნეობის 336 000 ტონა პროდუქციით დატვირთულმა 9 გემმა დატოვა

უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო ორი დღის განმავლობაში ოდესის პორტები სოფლის მეურნეობის 336 000 ტონა პროდუქციით დატვირთულმა 9 გემმა დატოვა.

"ბოლო ორი დღის განმავლობაში დიდი ოდესის პორტებმა აფრიკის, აზიისა და ევროპის ქვეყნებში სოფლის მეურნეობის 336 000 ტონა პროდუქციით დატვირთული 9 გემი გაგზავნეს. "მარცვლეულის ინიციატივის" განხორციელების დაწყებიდან, მსოფლიომ 13 მილიონი ტონა უკრაინული საკვები მიიღო", - აცხადებენ უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტროში.

შეგახსენებთ, პროგრამა არის ჰუმანიტარული ინიციატივა, რომლის ფარგლებში უკრაინა გეგმავს კრიტიკულად საჭირო საკვები პროდუქტებით დატვირთული 60-ზე მეტი გემის გაგზავნას ეთიოპიაში, სუდანში, სამხრეთ სუდანში, სომალიში, კონგოში, კენიასა და იემენში.

დღის გადაცემები