03.05.2024 | 23:00
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
უნგრეთმა მარცვლეულთან ერთად, უკრაინიდან თაფლისა და ზოგიერთი ხორცპროდუქტის იმპორტიც აკრძალა

უნგრეთმა მარცვლეულთან ერთად, უკრაინიდან თაფლისა და ზოგიერთი ხორცპროდუქტის იმპორტიც აკრძალა. Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის აპარატის ხელმძღვანელმა, გერგეი გულიაშმა განაცხადა.

"30 ივნისამდე დაწესებული აკრძალვა მოიცავს 25 პუნქტს, რომელთა შორის არის მარცვლეული, მზესუმზირის თესლი, ფქვილი, ზეთი, თაფლი და ზოგიერთი ხორცპროდუქტი", - განაცახდა გულიაშმა.

მანამდე პოლონეთმა, უნგრეთმა და სლოვაკეთმა აკრძალეს უკრაინული მარცვლეულისა და სხვა საკვები პროდუქტების იმპორტი იმ არგუმენტით, რომ ექსპორტის ჭარბი რაოდენობა საფრთხეს უქმნის ადგილობრივ ფერმერებსა და ადგილობრივ ბაზარს. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ეს გადაწყვეტილება ევროკავშირმაც დაგმო და მას უკანონო და კონტრპროდუქტიული უწოდა.

დღის გადაცემები