14.05.2024 | 12:26
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
პრეზიდენტი: "თანავუგრძნობ დაღუპულთა ოჯახებს, სოლიდარობას ვუცხადებთ პოლონეთის მთავრობასა და პოლონელ ხალხს ხალხს"

სოლიდარობას ვუცხადებთ პოლონეთის მთავრობასა და პოლონელ ხალხს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

"თანავუგრძნობ დაღუპულთა ოჯახებს. ამ მძიმე პერიოდში, ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ პოლონეთის მთავრობასა და პოლონელ ხალხს. პოლონეთი ევროპის გულია. ეს არავინ არ უნდა დაივიწყოს!", – წერს სალომე ზურაბიშვილი "ტვიტერზე".

აფეთქება გვიან ღამით უკრაინის საზღვრის სიახლოვეს მდებარე სოფელ პჟევოდოვოში, მარცვლეულის საშრობი ქარხნის ტერიტორიაზე მოხდა, რასაც 2 ადამიანი ემსხვერპლა.

სხვადასხვა მედიასაშუალებამ მალევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ პჟევოდოვოში უკრაინის მიმართულებით ნასროლი 2 რუსული რაკეტა აფეთქდა. ინციდენტიდან მალევე პოლონეთის მთავრობის სპიკერმა პიოტრ მიულერმა განაცხადა, რომ მთავრობა შეიარაღებული ძალების მზადყოფნას აძლიერებს.

დღის გადაცემები