14.05.2024 | 02:44
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
აშშ-ში რუსეთის ელჩი: "ვაშინგტონი მიზანმიმართულად ცდილობს სტრატეგიული მარცხი განგვაცდევინოს - უკრაინისთვის საბრძოლო ტანკების შესაძლო" მიწოდება რუსეთის წინააღმდეგ კიდევ ერთი აშკარა პროვოკაცია იქნება

ვაშინგტონის მიერ უკრაინისთვის საბრძოლო ტანკების შესაძლო მიწოდება რუსეთის წინააღმდეგ კიდევ ერთი აშკარა პროვოკაცია იქნება, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებულ შტატებში რუსეთის ელჩმა ანატოლი ანტონოვმა განაცხადა.

"აშკარაა, რომ ვაშინგტონი მიზანმიმართულად ცდილობს სტრატეგიული მარცხი განგვაცდევინოს. თუ ამერიკის შეერთებული შტატები გადაწყვეტს ტანკების მიწოდებას, მაშინ მსგავსი ნაბიჯის გამართლება "თავდაცვითი იარაღის" არგუმენტებით ნამდვილად არ იმუშავებს. ეს იქნება კიდევ ერთი აშკარა პროვოკაცია რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ", - აღნიშნა რუსეთის ელჩმა.

დღის გადაცემები