14.05.2024 | 10:57
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ მოსკოვმა "გულდასმით შეისწავლა" პეკინის მიერ შეთავაზებული წინადადებები და "ყოველთვის ღიაა მოლაპარაკებებისთვის“

ჩვენ ბევრი საერთო ინტერესი და მიზანი გვაქვს , - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს კრემლში მასპინძლობისას განუცხადა.

"ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩინეთმა კოლოსალური ნახტომი გააკეთა წინ. მთელ მსოფლიოში ეს იწვევს ინტერესს და, სამწუხაროდ, შურსაც", - განუცხადა პუტინმა ჩინელ კოლეგას.

მედიის ცნობით, კრემლის ლიდერმა სი ძინპინს განუცხადა, რომ უკრაინის კრიზისის მოგვარებასთან დაკავშირებით, რუსეთი მზადაა პეკინის წინადადებები განიხილოს.

ამასთან, პუტინმა ჩინეთის ლიდერს უთხრა, რომ მოსკოვმა "გულდასმით შეისწავლა" პეკინის მიერ შეთავაზებული წინადადებები.

"თქვენ იცით, რომ ჩვენ ყოველთვის ღია ვართ მოლაპარაკებების პროცესისთვის. ჩვენ აუცილებლად განვიხილავთ ყველა ამ საკითხს, მათ შორის თქვენს ინიციატივას", - დასძინა პუტინმა.

დღის გადაცემები