18.05.2024 | 03:41
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ვლადიმერ პუტინი - "ჩვენი ოპონენტები მზად არიან დარტყმა მიაყენონ ნებისმიერ ქვეყანას, გადააქციონ ის კრიზისის ეპიცენტრად"

დასავლეთის ქვეყნები დსთ-ში კონფლიქტების პროვოცირებას ცდილობენ. რუსული სააგენტოების ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

"ჩვენი გეოპოლიტიკური მოწინააღმდეგეები, ჩვენი ოპონენტები, როგორც ახლახანს ვთქვით, თავიანთი მიზნების შესაბამისად, მზად არიან დარტყმა მიაყენონ ყველას, ნებისმიერს, ნებისმიერ ქვეყანას, გადააქციონ ის კრიზისის ეპიცენტრად, მოაწყონ ფერადი რევოლუცია და გააჩაღონ სისხლიანი ხოცვა-ჟლეტა. ეს ყველაფერი არაერთხელ გვინახავს" - განაცხადა პუტინმა.

რუსეთის ლიდერის თქმით, ეს კეთდება იმისთვის, რომ არ მოხდეს უფრო სამართლიანი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბება: დასავლეთი ცდილობს აღადგინოს ძველი კონფლიქტები, შექმნას ახალი პრობლემები და კრიზისები.

"ერთპოლარული ჰეგემონია უმოწყალოდ იშლება. ეს არის ობიექტური რეალობა, რომეთან შეგუებაზე დასავლეთი კატეგორიულად უარს ამბობს. ჩვენ ვხედავთ ყველაფერს, რაც აქედან გამომდინარეობს" - განმარტა პუტინმა.

ამასთან, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ გარე უსაფრთხოება და შიდა სტაბილურობა არის ძირითადი პირობა რეგიონის სახელმწიფოების პროგრესული განვითარებისთვის. მან მოუწოდა დსთ-ს წევრებს უსაფრთხოების რისკები გააანალიზონ და ურთიერთდახმარება გააძლიერონ.

დღის გადაცემები