18.05.2024 | 04:08
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ალექსანდრე ლუკაშენკო: "ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე სამოკავშირეო სახელმწიფოს უსაფრთხოების საკითხები განვიხილეთ"

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, რუს კოლეგასთან, ვლადიმერ პუტინთან გუშინ გამართულ შეხვედრაზე სამოკავშირეო სახელმწიფოს უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.

"გუშინ მე და ვლადიმერ ვლადიმერის ძეს ფუნდამენტური მოლაპარაკებები გვქონდა. განვიხილეთ დახურული ხასიათის საკითხები, ყურადღება გავამახვილეთ უსაფრთხოების საკითხებზე, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის განვითარებასა და სამოკავშირეო სახელმწიფოს თავდაცვის საკითხებზე", - აღნიშნა ლუკაშენკომ.

მანამდე, კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინსა და ალექსანდრე ლუკაშენკოს შორის გუშინ გამართული შეხვედრა "ხანგრძლივი და შინაარსიანი" იყო.

რუსული მედიის ინფორმაციით, პუტინი და ლუკაშენკო შეხვედრას დღეს რუსეთისა და ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფოს უმაღლესი სახელმწიფო საბჭოს ფარგლებშიც გამართავენ.

დღის გადაცემები