17.05.2024 | 23:30
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ზელენსკი პუტინზე: "ის ჩემთვის არავინაა, მასთან მოლაპარაკება საინტერესო არ არის"

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ არ არის დაინტერესებული რუს დიქტატორ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებებით. ამასთან, მან ხაზი გაუსვა იმას, რომ მოსკოვი თითქოს მშვიდობის მომხრეა, მაგრამ უკრაინას რაკეტებით უტევს. ამის შესახებ ზელენსკიმ Sky News- თან ინტერვიუში განაცხადა. 

ჟურნალისტის კითხვაზე პუტინთან შეხვედრა დაასრულებს თუ არა ომს, ზელენსკიმ კითხვის საპასუხოდ თქვა, რომ ამით დაინტერესებული არ არის. 

"არ მაინტერესებს. არც შეხვედრაა, არც საუბარი...", - აცხადებს ზელენსკი. 

პრეზიდენტ ზელენსკის თქმით, უკრაინას არ სურს ბრძოლა რუსეთის ტერიტორიაზე, რადგან ხალხი პრიორიტეტია.

"უბრალოდ მინდა, რაც შეიძლება მალე შეწყვიტონ ომი და რაც შეიძლება მალე დატოვონ ჩვენი ქვეყანა. დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ თუ ისინი დატოვებენ ჩვენს ტერიტორიას, ომი შეწყდება. სულ ეს არის", - დასძინა ზელენსკიმ. 

კითხვაზე, დაგვიანებულია თუ არა მოლაპარაკებები, ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ პუტინის მისთვის არავინაა. 

"სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ, პუტინი ჩემთვის არავინაა", - აცხადებს ზელენსკი. 

დღის გადაცემები