14.05.2024 | 14:28
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ვლადიმერ პუტინი: "ეს ომი მათ წამოიწყეს, ჩვენ ძალას ვიყენებთ მის შესაჩერებლად"

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ომი უკრაინულმა მხარემ წამოიწყო და ახლა მის შესაჩერებლად რუსული მხარე ძალას იყენებს. ამის შესახებ პუტინმა კონფერენციაზე განაცხადა, სადაც ის სიტყვით გამოდის.

"მათ წამოიწყეს ეს ომი, ჩვენ კიდევ ძალას ვიყენებთ რომ გავაჩეროთ. ვინც გეგმავდა ლუგანსკზე, დონეცკზე ახალ შეტევას, მათ კარგად იცოდნენ, რომ შემდეგი დარტყმა იქნება სევასტოლპოლსა და ყირიმზე. ჩვენც ვიცოდით ეს მშვენივრად. ახლა შორს მიმავალი გეგმების შესახებ ღიად საუბრობენ კიევში.

ისინი საუბრობენ იმას, რაც ჩვენ აქამდეც კარგად ვიცოდით. ჩვენ ვიცავთ ადამიანების სიცოცხლეს, ჩვენს მშობლიურ სახლს, დასავლეთმა 50 მილიარდზე მეტი დახარჯა კიევისთვის იარაღის მიწოდებაზე, ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის ინფორმაციით, დიდმა შვიდეულმა განვითარებად ქვეყნებს 2021-2022 წელს 60 მილიარდი დოლარი გამოუყვეს", - აცხადებს პუტინი.

მანვე დასძინა, რომ "დასავლეთ არ ენანება ფული გადატრიალების მოსაწყობად".

დღის გადაცემები