13.05.2024 | 15:30
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
მედია - რუსეთის უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით, ემანუელ მაკრონის კომენტარის გამო, ევროპის ქვეყნებმა უკმაყოფილება ოფიციალურად გამოხატეს

რუსეთის უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით, საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის კომენტარით განაწყენებულმა ევროპის ქვეყნებმა, უკმაყოფილება ოფიციალურად გამოხატეს და საფრანგეთს თავიანთი პოზიცია განუმარტეს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ე.წ. "დიპლომატიური დემარშის" ორგანიზება ჩეხეთის რესპუბლიკის მხარდაჭერით მოხდა, რომელიც ამჟამად ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობს.

Reuters-ი დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ დემარშის მხარდამჭერები იყვნენ ბალტიის ქვეყნები: ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა, პოლონეთი და სლოვაკეთი, თუმცა სააგენტოს არ აქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, საერთო ჯამში რამდენმა ქვეყანამ დაუჭირა მხარი აღნიშნულ ნაბიჯს.

Reuters-ის წყაროების ცნობით, ჩეხებმა, რამდენიმე სხვა წევრი სახელმწიფოს წარმომადგენლებთან ერთად, საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კონტინენტური ევროპის დეპარტამენტის დირექტორს ოფიციალურად მიმართეს.

შეგახსენებთ, ემანუელ მაკრონმა ფრანგულ ტელეკომპანია TF1-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ევროპამ უნდა მოამზადოს თავისი მომავალი უსაფრთხოების არქიტექტურა და ასევე იფიქროს "როგორ მისცეს გარანტიები რუსეთს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნების დღეს".

დღის გადაცემები