18.05.2024 | 00:15
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
პოლონეთის პრემიერმა ემანუელ მაკრონს მოუწოდა, დააჩქაროს უკრაინის ფინანსური და სამხედრო დახმარება

საფრანგეთში ვიზიტით მყოფმა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ ემანუელ მაკრონს მოუწოდა, დააჩქაროს უკრაინის ფინანსური და სამხედრო დახმარება.

"ჩვენი შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი უკრაინაში არსებულ ვითარებას დაეთმო. მე ვისაუბრე იმაზე, რასაც ჩვენი მხრიდან ვხედავთ და ასევე ვთხოვე [საფრანგეთის] პრეზიდენტს უზრუნველყოს [უკრაინისათვის] იარაღის სწრაფი მიწოდება, გაზრდილი ფინანსური მხარდაჭერა. ომში მყოფი სახელმწიფო თავის მოკავშირეებს უნდა ეყრდნობოდეს", - აღნიშნა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.

როგორც მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა, მაკრონმა მადლობა გადაუხადა პოლონეთს, მის ხალხსა და მთავრობას უკრაინელი ლტოლვილების მხარდაჭერისთვის.

დღის გადაცემები