17.05.2024 | 23:05
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
საფრანგეთის პარლამენტი მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხზე იმსჯელებს

საფრანგეთის პარლამენტში დღეს მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებას უყრიან კენჭს. ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა საკანონმდებლო ორგანოში მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების ორი შუამდგომლობა მას შემდეგ შეიტანეს, რაც საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის გადაწყვეტილებით, მთავრობამ საპენსიო სისტემის საკამათო ცვლილებები კონსტიტუციის 49.3 მუხლის გამოყენების გზით, პარლამენტის გვერდის ავლით მიიღო.

ამასთან, დასავლური მედია წერს, რომ უნდობლობის შუამდგომლობების დაკმაყოფილება ნაკლებად სავარაუდოა, რადგან, ამისთვის, საჭიროა ყველა ოპოზიციური პარტიის უპრეცედენტო გაერთიანებას.

შეგახსენებთ, საფრანგეთის მთავრობის მიერ დამტკიცებული ცვლილებები საპენსიო ასაკის 62-დან 64 წლამდე გაზრდას ითვალისწინებს. მთავრობის გადაწყვეტილებამ ქვეყანაში საპროტესტო აქციების ტალღა გამოიწვია.

დღის გადაცემები