14.05.2024 | 16:53
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
მარინ ლე პენი უკრაინისთვის ტანკების გაგზავნას ეწინააღმდეგება

საფრანგეთის ულტრამემარჯვენე ლიდერის მარინ ლე პენის განცხადებით, უკრაინაში ტანკების გაგზავნას იმ მიზეზით ეწინააღმდეგება, რომ ამან შესაძლოა, რუსეთის ფედერაციასთან "კონფლიქტის ესკალაცია" მოახდინოს. 

ლე პენმა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ არ გამორიცხავდა ტანკების უკრაინაში გაგზავნას, თქვა, რომ საფრანგეთმა და დასავლეთმა არ უნდა გაგზავნონ ტანკები უკრაინაში.

ჟურნალისტის კითხვაზე ეს ყველაფერი ომს გააუარესებს? ლე პენმა კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ "კონფლიქტის ესკალაციას მოახდენს". 

ლე პენს მიაჩნია, რომ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი დიპლომატიური გზით უნდა გადაწყდეს. 

ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის მძიმე შეიარაღების მიწოდება მოკავშირეებთან კოორდინირებული უნდა იყოს. 

დღის გადაცემები