14.05.2024 | 03:23
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
პიტერ სიიარტო: "რა არის უკრაინის ინტერესი? უფრო მეტი ქვეყნის ჩართვა ამ კონფლიქტში, ხოლო უნგრეთის ინტერესებშია, მინიმუმამდე დავიყვანოთ სამხედრო სიტუაციაში გადასვლის შესაძლებლობა"

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა, რომ უნგრეთს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან უთანხმოება არ აქვს და აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობები უკრაინაში ომის დაწყებამდე დაიძაბა.

"ის [ვოლოდიმირ ზელენსკი] უკრაინელია, ხოლო ჩვენ წარმოვადგენთ უნგრეთის ინტერესებს. რა არის უკრაინის ინტერესი? უფრო მეტი ქვეყნის ჩართვა ამ კონფლიქტში, თუნდაც იარაღის მიწოდებით. მეორე მხრივ, ჩვენს ინტერესებშია, არ ჩავებათ ამ კონფლიქტში და მინიმუმამდე დავიყვანოთ სამხედრო სიტუაციაში გადასვლის შესაძლებლობა", - აღნიშნა უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

დღის გადაცემები