13.05.2024 | 16:21
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ "დიდი ოცეულიდან" რუსეთის გაძევების ნებისმიერ მცდელობას შეეწინააღმდეგება

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ "დიდი ოცეულიდან" რუსეთის გაძევების ნებისმიერ მცდელობას შეეწინააღმდეგება. ინფორმაციას ამის შესახებ France24 ავრცელებს.

მისივე თქმით, ეს მრავალმხრივი ურთიერთობების პრინციპს ეწინააღმდეგება.

"უნდა შევინარჩუნოთ დიალოგის შესაძლებლობები, ან სულ მცირე - ერთმანეთის მოსმენის შესაძლებლობები. როდესაც "დიდი ოცეულის" შეხვედრაზე დასავლური ქვეყნები რუსეთს აკრიტიკებდნენ, სერგეი ლავროვი, შარშანდელი შეხვედრისგან განსხვავებით, დარბაზში დარჩა და გამოსვლებს ისმენდა. ეს მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი გაუმჯობესებაა", - აცხადებს ბორელი.

დღის გადაცემები