დღის სიახლეები
    ჯო ბაიდენი - მომავალი რამდენიმე კვირა ქვეყნისთვის ძალიან რთული იქნება [ვიდეო]
        აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ მომავალი რამდენიმე კვირა და თვე ქვეყნისთვის ძალიან რთული იქნება. ბაიდენმა კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაციის პროცესიც გააკრიტიკა. მისი თქმით, მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გეგმით, წლის ბოლომდე „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინით 20 მილიონი მოქალაქე უნდა ყოფილიყო აცრილი, თუმცა ვაქცინაცია მხოლოდ ორ მილიონამდე ადამიანს ჩაუტარდა. აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ თუ ვაქცინაცია ასეთი ნელი ტემპით გაგრძელდება, ამ პროცესს არა თვეები, არამედ წლები დასჭირდება.
მსგავსი
     
             
            
 
                     
                 
                     
                     
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
             
                 
             
             
                 
             
             
                 
             
             
                 
             
                