02.05.2024 | 03:15
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
"ხალხის ძალა" კელი დეგნანზე – სრულად შემდგარი სახელმწიფო ასეთ ელჩს პერსონა ნონ გრატად გამოაცხადებდა

საზოგადოებრივი მოძრაობა "ხალხის ძალა" დავით კეზერაშვილზე  საქართველოში აშშ-ს ელჩის კელი დეგნანის განცხადებას ეხმაურება. გთავაზობთ წერილიდან ამონარიდებს.

"სამწუხაროდ, ამერიკის ელჩმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ის საქართველოს სუვერენულ სახელმწიფოდ არ ცნობს. ეს დამოკიდებულება კიდევ უფრო მეტად გაშიშვლდა, როდესაც ქალბატონმა დეგნანმა დავით კეზერაშვილის დაცვა სცადა და განაცხადა, ვიდრე გამოძიება არ დასრულდება, კეზერაშვილის მიერ ევროპელი პენსიონერების ძარცვაზე ვერაფერს გეტყვითო. ანუ უდანაშაულობის პრეზუმფცია, რომელიც ქართველ მოსამართლეებზე რატომღაც არ გავრცელდა, სრულად ვრცელდება დავით კეზერაშვილზე, რომელმაც ქართველი ბიზნესმენებისა და ქართული ჯარის ძარცვა არ იკმარა და საკუთარი მრავალმილიონიანი ქონების გაზრდა ევროპელი პენსიონერების ხარჯზე გადაწყვიტა.

ამ ყველაფრიდან ჩანს, რომ საელჩო თავისი ქმედებებით სინამდვილეში არა საქართველოს ინტერესებს, არამედ აგენტურას უფრთხილდება, რათა მას ძალაუფლების დაბრუნების შანსი შეუნარჩუნოს და საელჩომ საქართველოს მართვის სადავეები დაიბრუნოს, ანუ აგენტოკრატია აღადგინოს.

სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ და ვაღიაროთ, რომ ამერიკის ელჩი ამას სრულად შემდგარ სახელმწიფოს ვერ გაუბედავდა, გაბედვის შემთხვევაში კი, სრულად შემდგარი სახელმწიფო ასეთ ელჩს პერსონა ნონ გრატად გამოაცხადებდა. თუმცა, აშკარაა, რომ ჩვენს სახელმწიფოს დღეს ამის რესურსი ჯერ კიდევ არ აქვს"- აცხადებენ "ხალხის ძალაში".

დღის გადაცემები