დღის სიახლეები
     
        ჩხოროწყუს სოფელ ლესიჭინეში ბანკომატი ააფეთქეს
        ჩხოროწყუს სოფელ ლესიჭინეში ბანკომატი ააფეთქეს. შემთხვევა დღეს დილით, საზოგადოებრივ ცენტრში მოხდა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 19-177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობის მცდელობას გულისხმობს.
ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან. ჯერჯერობით უცნობია, წაღებული თუ არა თანხა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა
მსგავსი
     
             
            
 
                     
                 
                     
                     
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
             
                 
             
             
                 
             
             
                 
             
             
                 
             
                