დღის სიახლეები
    ქაშვეთის ტაძარში 9 აპრილს გმირულად დაღუპულთა  მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადეს [ვიდეო]
        ქაშვეთის ტაძარში 9 აპრილს გმირულად დაღუპულთა მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადეს. მსახურებას "პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენლებიც დაესწრნენ.
"ძალიან მნიშვნელოვანი დღეა 9 აპრილი საქართველოს ცხოვრებაში. ჩვენ გადავიხადეთ საქართველოსთვის შეწირულთა სულების მოსახსენიებელი პარაკლისი. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არაჩვეულებრივი თაობა შეეწირა საქართველოს დამოუკიდებლობას და თავისუფლებას.
თითოეულმა ჩვენთაგანმა უნდა იზრუნოს და იღვაწოს იმისთვის, რომ კი არ დავკარგოთ, არამედ შევინარჩუნოთ ეს დამოუკიდებლობა," - განაცხადა "პატრიოტთა ალიანსის" გენერალურმა მდივანმა ირმა ინაშვილმა.
მსგავსი
     
             
            
 
                     
                 
                     
                     
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
             
                 
             
             
                 
             
             
                 
             
             
                 
             
                