დღის სიახლეები
    ურსულა ფონ დერ ლეიენი თურქეთში მომხდარ ინციდენტზე - ეს იმიტომ მოხდა, რომ ქალი ვარ [ვიდეო]
        ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენის განცხადებით თურქეთში მომხდარი ინციდენტი, რომლის დროსაც სკამის გარეშე დარჩა, მის სქესს უკავშირდება. „ევროკომისიის პირველი ქალი პრეზიდენტი ვარ, ველოდი, რომ ორი კვირის წინ თურქეთში ვიზიტის დროს ისე მომექცეოდნენ, როგორც ევროკომისიის პრეზიდენტს, მაგრამ ეს ასე არ იყო. ვერ ვპოულობ იმის გამართლებას, როგორ მომექცნენ. დავასკვენი, ეს იმიტომ მოხდა, რომ ქალი ვარ. მოხდებოდა ეს პიჯაკით და ჰალსტუხით რომ ვყოფილიყავი ? ვიგრძენი წყენა და თავი მარტო ვიგრძენი, როგორც ქალმა და როგორც ევროპელმა,“ - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
მსგავსი
     
             
            
 
                     
                 
                     
                     
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
             
                 
             
             
                 
             
             
                 
             
             
                 
             
                