18.05.2024 | 11:18
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
პატრიარქი: "სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთში ომში გარდაცვლილი 11 პიროვნება მოასვენეს, ყოველი ასეთი სიტუაცია ანახლებს ჩვენს ჭრილობას და ძმათა შორის დაპირისპირების 30 წლის წინანდელ ტკივილს გვიმძაფრებს"

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე აფხაზეთიდან გადმოსვენებული 11 პირის ოჯახებს უსამძიმრებს.

"დღეს სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთში ომში გარდაცვლილი 11 პიროვნება მოასვენეს, ყოველი ასეთი სიტუაცია ანახლებს ჩვენს ჭრილობას და ძმათა შორის დაპირისპირების 30 წლის წინანდელ ტკივილს გვიმძაფრებს.

ღმერთმა დალოცოს ოთარის, ბორისის, სპირიდონის (ფრიდონის), ხვიჩას, რევაზის, ვახტანგის, ბიძინას, ზვიადის, გიორგის, ოთარის და იურის (გიორგის) უკვდავი სულნი და სავანე მართალთა დაუმკვიდროს, ხოლო მათი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიანიჭოს მშვიდობა და ლოცვის ძალა", - აღნიშნულია პატრიარქის სამძიმრის წერილში.

ოკუპირებული აფხაზეთიდან 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უ ვლოდ დაკარგული 11 პირის იდენტიფიცირებული ნეშტია გადმოსვენებული, მათგან 8 სამხედრო და 3 მშვიდობიანი მოქალაქე. იდენტიფიცირებულთაგან 3 ნეშტს, სამხედრო პატივით, 8 დეკემბერს დიღმის ძმათა სასაფლაოზე, დანარჩენებს კი, ოჯახების გადაწყვეტილებით, სხვადასხვა ადგილზე, მათ შორის საგვარეულო სასაფლაოებზე დაკრძალავენ.

დღის გადაცემები