02.05.2024 | 03:22
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
პაველ ჰერჩინსკი კეზერაშვილზე: "ნებისმიერი უკანონო საქმიანობა უნდა იყოს გამოძიებული და მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარდგეს ის, ვინც უკანონო ქმედებაზეა პასუხისმგებელი"

ნებისმიერი უკანონო საქმიანობა უნდა იყოს გამოძიებული და მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარდგეს ის, ვინც უკანონო ქმედებაზეა პასუხისმგებელი, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.

"რა თქმა უნდა, თუ არის ნებისმიერი უკანონო საქმიანობა, რომელიც ფოკუსირებულია საქართველოს მოქალაქეებზე, ასევე, სხვა ქვეყნების მოქალაქეებზე, უნდა იყოს გამოძიებული და ვინც ამ უკანონო ქმედებებზეა პასუხისმგებელი, მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარდგეს", - აღნინა პაველ ჰერჩინსკიმ.

BBC-მ კეზერაშვილის თაღლითური სქემის შესახებ საგამოძიებო ფილმი გაავრცელა. მასში დეტალურადაა ნაჩვენები და მოყოლილი, თუ როგორ მიდის კვალი დავით კეზერაშვილამდე.

ფილმში დავით კეზერაშვილი "მისტერ ოფშორად" არის მოხსენიებული. ამასთან, დასახელებულია კონკრეტული სახელები და გვარები, თუ ვისი მეშვეობით მართავს ე.წ. თაღლითურ სქემას საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი.

დღის გადაცემები