29.04.2024 | 09:26
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოს სკოლებში 6 311 უსტატუსო მასწავლებელი მუშაობს

დღევანდელი მდგომარეობით, სკოლებში 6 311 უსტატუსო მასწავლებელი მუშაობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის საფუძველზე აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში საათობრივი დატვირთვა ამ ეტაპზე სულ 55 565 პედაგოგს აქვს, რომელთა განაწილება სტატუსების მიხედვით ასეთია: მენტორი 299; წამყვანი - 7 748; უფროსი 38 041; პრაქტიკოსი - 2 601.(არაქართულენოვანი სკოლების/სექტორის პრაქტიკოსი მასწავლებელი 2022-2023 სასწავლო წლის ბოლომდე ინარჩუნებს პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსს); მაძიებელი - 565.

ინფორმაციისთვის, უსტატუსოა მასწავლებელი, რომელიც მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემაში არაა ჩართული და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დროებითი ხელშეკრულების საფუძველზეა დასაქმებული.

დღის გადაცემები