დღის სიახლეები
    გალელმა სტუდენტებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გამართეს [ვიდეო]
        აფხაზეთში მყოფი მოსახლეობისთვის რეგულაციების შემსუბუქების მოთხოვნით სტუდენტებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გამართეს. მათ ადგილზე პლაკატები მიიტანეს წარწერით: "ენგური საზღვარი არ არის", "ჩვენ ვარსებობთ", "საკუთარ ქვეყანაში გადაადგილება ჩვენი უფლებაა", "აფხაზეთში ჩემი ოჯახია", „ჩვენ გვებრძვის რუსი, გვზღუდავს საკუთარი მთავრობა და გვახრჩობს ენგური", " ვაზროვნებთ ქართულად, ვფიქრობთ ქართულად".
აქციის მონაწილეებმა ამ ფორმით ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სოფელ შამგონაში ტრაგიკულად დაღუპული ფაქტი გაიხსენეს და მოითხოვეს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეებისთვის 5- დღიანი კარანტინი გაუქმდეს.
მსგავსი
     
             
            
 
                     
                 
                     
                     
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
             
                 
             
             
                 
             
             
                 
             
             
                 
             
                