14.05.2024 | 15:49
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ბელგიაში ფასების ზრდის გამო მოსახლეობა გაიფიცა

ათიათასობით დემონსტრანტი ბრიუსელის ქუჩებში გამოვიდა და ფასების ზრდა გააპროტესტა. ღონისძიების ორგანიზატორების განცხადებით, ეს ბოლო წლების ყველაზე მასშტაბური აქციაა. ქუჩებში 80 000 დემონსტრანტი გამოვიდა.

"ფული-ხელფასებზე და არა ომისთვის", "შეაჩერეთ ნატო!" - ასეთი ლოზუნგებით გამოვიდნენ ქვეყნის პროფკავშირები.

ცნობისთვის, ბელგიამ, ისევე როგორც ევროკავშირისა და ნატოს სხვა ქვეყნებმა, უკრაინაში მიმდინარე ვითარების დაწყების შემდეგ, მხარი დაუჭირა რუსეთიდან ნავთობის მიწოდებაზე ემბარგოს დაწესებას და უკრაინაში იარაღის უსასყიდლოდ გადაცემას. აპრილის ბოლოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ კიევისთვის სამხედრო მარაგების მიწოდება ბრიუსელს 76 მილიონი ევრო დაუჯდა.

ამასთან, ქვეყანაში მნიშვნელოვნად გაიზარდა გაზის ფასი, რამაც გამოიწვია ელექტროენერგიის ღირუბელების ზრდა, მათ შორის რიგითი მომხმარებლისთვის. გარდა ამისა, ბენზინისა და დიზელის საწვავის ფასმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია.

მოსახლეობა გაიფიცვის შედეგად, ბრიუსელის აეროპორტში ყველა ფრენა გადაიდო, ხოლო ავტობუსების მოძრაობა მთელი ქვეყნის მასშტაბით გაჩერდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

დღის გადაცემები