02.05.2024 | 00:50
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
Tbilisi Adventure Run: დედაქალაქში სათავგადასავლო გარბენი გაიმართება

თბილისის სათავგადასავლო გარბენი Tbilisi Adventure Run 23 აპრილს გაიმართება, ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში. თბილისის სათავგადასავლო გარბენის მონაწილეების, სამთო სირბილის ენთუზიასტების გასახარად გარბენი სერტიფიცირებულია სამთო სირბილის საერთაშორისო ასოციაციის (ITRA) მიერ. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა მონაწილე, რომელიც სრულ დისტანციას დაფარავს, ITRA-ქულებს მიიღებს. ITRA ქულები დაირიცხება სერტიფიცირებული რბოლის ფინიშზე მისვლისას, თუმცა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ დისტანციის დასრულება, არამედ ორგანიზატორების მიერ გამოყოფილი დროის ლიმიტის დაცვაც. წელს გარბენი თბილისის მერიის მიერ მონიშნულ ახალ ბილიკებზე გაიმართება. ორგანიზატორები მონაწილეებს სთავაზობენ გარბენის სამ ტიპს – მომზადების დონის გათვალისწინებით: სახალისო გარბენი: 7 კმ | სიმაღლე 300 მ სპრინტი: 12 კმ | სიმაღლე 550 მ ტრეილი: 19 კმ | სიმაღლე 900 მ რბოლა თბილისის მერიის მხარდაჭერით და საქართველოს სამთო სირბილის ფედერაცია TRAILLAB-თან პარტნიორობით გაიმართება.

დღის გადაცემები